რატომ არ არის დასანქცირებული ქართველი დიქტატორი, ივანიშვილი? - კითხვა ევროპარლამენტს

11.10.23 10:58
რატომ არ არის დასანქცირებული ქართველი დიქტატორი, ივანიშვილი? - კითხვა ევროპარლამენტს

რატომ არ არის დასანქცირებული ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი? -  კითხვა ევროპარლამენტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა და გარი კასპაროვმა დასვეს.

დისკუსიაში რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად ყოფილი და მოქმედი დიპლომატები მონაწილეობდნენ, პირდაპირ თქვეს, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი  და "დიქტატორია", რომელიც  მისი რუსული გავლენებით პუტინს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.  

საქართველო მიემართება ბელორუსიის მიმართულებით, რადგან თქვენ გყავთ დემოკრატიუილი მთავრობა, მაგრამ გყავთ დიქტატორი, ბიძინა ივანშვილი არის დიქტატორი, როემლიც რუსებთან გარიგებაშია, მან შეიმუშავა ძალიან დახვეწილი "ნეთვორქი" სანქციებისგან თავის არიდები, ის მუშაობს რუს ოლიგარქებთან , ისმის კითხვა, რატომ არ არის ის სანქციების სიაში?"- განაცხადა გარი კასპაროვმა. 

მისი თქმით,  "საქართველო რუსეთის გავლენის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია.

"ომი უკრაინაში და ის რაც ახლა აღმოსავლეთში ხდება,  რუსული გავლენის საფუძველია" - აცხადებს კასპაროვი. 

პუტინის რეჟიმი არის როგორც ობობა, რომელიც ქსელში გაეხვა. ძალიან გაგვიჭირდება რუკაზე ვნახეთ ცხელი წერტილი, სადაც პუტინის კრიმინალურ რეჟიმი არ მიწვდა და არ უთამაშია უდიდესი როლი. სომხეთი ცდილობს, გათავისუფლდეს რუსულ გავლენებისგან. გააცნობიერეს რომ რუსეთი იყო დიდი სტრატეგიული შეცდომა. 

აზერბაიჯანი განსხვავებულ თამაშს თამაშობს, საქართველო კი ახლა რჩება ერთადერთ იმედად რუსეთისთვის შეინარჩუნოს გავლენები ტრანსკავკასიურ რეგიონში"- დასძინა მან. 

რუსი მოჭადრაკე ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან 2008 წელს არაფერი მოიმოქმედა. 

ვფიქრობ, ევროკავშირმა საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადოს, იმ აბსოლუტურად სამარცხვინო პასუხის გამო, რომელიც 2008 წელს პუტინს გასცეს, როცა პრაქტიკულად არაფერი მოიმოქმედეს.

2008 წელს რუსეთი მიხვდა, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოუნდება, 2008 წელს, ევროპის უმოქმედობამ გზა გაუკაფა ყირიმის ანექსიის და შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას"- დასძინა მან.