"ოცნებამ" ორბანთან საერთო გამონახა საკითხებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს - ბუაძე
"ქართულმა ოცნებამ" ორბანთან საერთო გამონახა საკითხებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე უნგრეთის პრემიერის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.
ბუაძის თქმით, ორბანი სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ლელოს" წევრი, ამბობს, უნგრეთის პრემიერის ლოიალური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ცნობილია და რომ ორბანთან საერთო ენა "ქართულმა ოცნებამ", ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა გამონახეს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ ორბანთან საერთო გამონახა, სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რომ ორბანი სკეპტიკურად უყურებს ნატოს გაფართოებას იმ საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ვიცით მისი ლოიალური პოზიციები რუსეთთან მიმართებაში და ეს ის საკითხებია, რომელთან დაკავშირებითაც ქართულმა ოცნებამ, ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა გამონახეს მასთან საერთო და არა იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იყოს მნიშვნელოვანი", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.