მამუკა ხაზარაძემ კობახიძეს სასამართლოში უჩივლა - მოუწევს თუ არა "ოცნების" თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდა?
მოუწევს თუ არა ირაკლი კობახიძეს "ლელოს "ლიდერისთვის საჯარო ბოდიშის მოხდა? სასამართლო ხმაურიანი საქმის განხილვას იწყებს. მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს ცილისწამებაში, პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, საქალაქო სასამართლოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი უკვე შეიტანა.
საქმე კობახიძის მიერ 10 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხება, როდესაც მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს ბიზნეს რეკეტში დაადანაშაულა. ამ ყველაფრის დამტკიცება ან უარყოფა ახლა კობახიძეს საჯაროდ სასამართლოში მოუწევს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ხაზარაძე ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ.
10 სექტემბერს ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობები მამუკა ხაზარაძის მიმართ, თითქოსდა მამუკა ხაზარაძე მონაწილე იყო წინა ხელისუფლების დროს არსებული რეკეტის სქემების, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ცრუ ფაქტების გავრცელება ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის ღირსებისთვის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს ამ ცნობების უარმყოფელი განცხადების გავრცელებას იგივე საინფორმაციო საშუალებებით ან იმ ფორმით რასაც სასამართლო დაადგენს", - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.