,,ნაცმოძრაობას" სირცხვილის დერეფანი ვეღარ მოუწყვეს
დაანონსებული სირცხვილი დერეფანი არ შედგა. ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა პარლამენტში შესვლას კლოუნის და ზღაპრის გმირების ფორმით შეკრებილები აპროტესტებდნენ, აღარ დაელოდნენ ,,ენმ" წევრთა მოსვლას და ტერიტორია დატოვეს. უცნობია, რატომ შეიცვალა მათი გეგმები.
აქციის მონაწილეთა შორის მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრების გარდა საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ,,ქართულ ოცნებასთან" მათ კავშირი არ ჰქონდათ.
პარტიაში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, მაგრამ ამ აქციაზე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისე ვარ. თუ მსგავსი აქციები იქნება, არაპარტიული, ყოველთვის შევეცდები, მონაწილეობა მივიღო. ნამოხვანის აქციაზე არ ვყოფილვარ და ამ აქციაზე ,,ქართული ოცნება" არაფერ შუაში არ არის. - აცხადებდა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე.
საპარლამენტო აქცია პარლამენტის წინ დილიდან დაიწყო.