EU-მ უნდა მიანიჭოს სტატუსი ქართველ ხალხს, თუმცა უნდა დასანქცირდნენ "ოცნების" მაღალჩინოსნები - კრამერი

11.10.23 12:49
EU-მ უნდა მიანიჭოს სტატუსი ქართველ ხალხს, თუმცა უნდა დასანქცირდნენ "ოცნების" მაღალჩინოსნები - კრამერი

"რუსული გავლენები საქართველოში და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირება" - ეს ის მთავარი საკითხებია რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა  პანელურ დისკუსიაში ისაუბრა.

ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე ყოფილმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ შტატები საქართველოში რუსულ გავლენებს აშკარად ხედავს. 

კრამერი ამბობს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკურ მიმართულებაზე წუხს, თუმცა მოხიბლულია ქართველი ხალხით.

კრამერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა "მკაცრი პირობები" და ქართული ოცნების წევრების ინდივიდუალური სანქცირება.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის გავლენა საქართველოში შეაჯამა იმით, რომ 14 სექტემბერს დაასანქცირა ოთარ ფარცხალაძე, მას აქვს ახლო კავშირები "ეფესბეს"-თან, მას აქვს ახლო კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, ეს ქმედება სერიოზული მესიჯია შტატებისგან, იქამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა მოსამართლეები. ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმები შეერთებული შტატების ელჩზე კელი დეგნანზე, ასევე ვნახეთ თავდასხმები ახალ ელჩზე რობინ დანიგანზე, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოსულა საქართველოში უფლებამოსილების შესასრულებლად. ეს გაუგონარია იმ მთავრობისგან, რომელიც შტატების მეგობარია, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ სადაც მიაქანებს საქართველოს მთავრობა ქვეყანას. ამერიკელების საქმე არ არის რას გადაწყვეტს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი.

ევროკავშირი წინ უნდა წავიდეს, მიანიჭოს სტატუსი საქართველოს, მაგრამ კონკრეტული მკაცრი წინაპირობებით, საქართველოს მთავრობა სტატუსი არ უნდა, რადგან ეს მოიტან მეტ გამჭვირვალობას ქვეყანაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეერთებულმა შტატებმა ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადადგა ევროკავშირიც ასე უნდა მოიქცეს. ეს იქნება საუკეთესო გზა ქვეყნის წინ წასაწევად", - ამბობს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი.