თურნავას ახალი ბრძანება - სანქცირებული პირების SWIFT გადარიცხვების სკრინინგის და ბლოკირების წესი განისაზღვრა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო ფინანსური სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოსცა.
წესი ბანკებს საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ის ოპერაციების სკრინინგს და სანქცირებულ პირებთან მიმართებით გადარიცხვების ბლოკირებას შეეხება.
ამასთან, განმარტებულია, რომ ეს წესი არ შეეხება საქართველოს შიგნით საბანკო გადარიცხვების სისტემა RTGS-ით განხორციელებულ ოპერაციებს, ანუ შიდა საბანკო გადარიცხვებს.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ახალი წესი გამომდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 4 აგვისტოს ბრძანებიდან, რომელიც სანქციების რეჟიმის აღსრულების წესებს ადგენს.