მოსამართლე, რომელმაც ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შესვლის ნებართვა გასცა, პროკურატურის კადრია
მოსამართლე, რომელმაც "ტვ პირველში" ძალის გამოყენებით შესვლის უფლება გასცა, პროკურატურის კადრია. ლაშა კლდიაშვილი სასამართლოში მოსამართლედ 2020 წელს განამწესეს, მანამდე კი შშს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.
კლდიაშვილის დაწინაურების ისტორია ძალოვანებში 2016 წლიდან იწყება, როდესაც ხელვაჩაურიდან თბილისის პროკურატურაში გადმოიყვანეს, შემდეგ კი შსს-ში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.