ის, რომ ღარიბაშვილს და პუტინს ჰყავთ საერთო მოკავშირე ევროკავშირში უკვე ბევრის მთქმელია - სამადაშვილი ორბანის ვიზიტზე

11.10.23 13:05
ის, რომ ღარიბაშვილს და პუტინს ჰყავთ საერთო მოკავშირე ევროკავშირში უკვე ბევრის მთქმელია - სამადაშვილი ორბანის ვიზიტზე

ერთ საათში ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს ოფიციალური ცერემონიით დახვდება. უნგრეთის პრემიერი თბილისში ხელისუფლების ლიდერებთან სასაუბროდ ჩამოვიდა.

რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ლიდერს ოპოზიციასთან შეხვედრა არ დაუგეგმავს, არ შეხვდება არც მესამე სექტორს. ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ოცნება" ამ ვიზიტითაც პრორუსულ განწყობებს ავლენს, რადგან ორბანი პუტინის და ღარიბაშვილის საერთო მეგობარია.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებები დაიწყებენ უნგრეთის პრემიერზე თავდასხმას. სარჯველაძე ამბობს, რომ თუ რაიმე კონკრეტული საჭიროება არ არსებობს უნგრეთის პრემიერი ოპოზიციასთან შეხვედრას არ დაგეგმავს.

მოსალოდნელია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათი პოლიტიკურ დაქვემდებარებაში შემავალი მედიასაშუალებები დაიწყებენ დიდ თავდასხმებს ამ პოლიტიკურ ლიდერზე. ეს შეიძლება ნაკლებად შემაწუხებელი იყოს ორბანისთვის. წარმომადგენლებთან არის შეხვედრა, თუ რაიმე კონკრეტული საჭიროება არ არსებობს ოპოზიციასთან შეხვედრისთვის ის თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს მოესურვება ოპოზიციაში ეს რა საკვირველია არ არის მიზეზი, რომ ასეთი შეხვედრა ავტომატურად დაიგეგმოს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

სალომე სამადაშვილის თქმით, ორბანის შეხვედრა ღარიბაშვილთან დაკავშირებულია უშუალოდ მისი, როგორც უნგრეთის პრემიერის რუსეთის ინტერესების თვალსაზრისით, რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირში. ოპოზიციონერი ქალის თქმით, უკვე ბევრის მთქმელია ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილს და პუტინს ჰყავთ საერთო მოკავშირე ევროკავშირში.

გეგმა აქვს ორბანს მისი და რუსეთის ინტერესების თვალსაზრისით რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირში და სწორედ ამაზე სასაუბროდ არის ჩამოსული ღარიბაშვილთან. ორბანმა უკვე გააჟღერა, რომ ის ვეტოს დაადებს უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ საქართველოსთვის არ იქნება მინიჭებული კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სწორედ შანტაჟით და ხელების გადაგრეხით არსებობს დღეს შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ ჩვენს ქვეყანას. ის, რომ ღარიბაშვილს და პუტინს ჰყავთ საერთო მოკავშირე ევროკავშირში უკვე ბევრის მთქმელია",- ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნგრეთის პრემიერი თბილისში ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.