შეცვლილი რეგლამენტი - "ოცნება" ვიცე-სპიკერების თანამდებობებით ვაჭრობს?

11.10.23 13:49
შეცვლილი რეგლამენტი - "ოცნება" ვიცე-სპიკერების თანამდებობებით ვაჭრობს?

შეცვლილი რეგლამენტი - "ოცნებამ" უკვე გააკეთა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში არსებობენ დეპუტატები, რომლებსაც სურთ რომ ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავონ საქართველოს პარლამენტში.

გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა პირდაპირ თქვა, რომ პარლამენტში არსებობენ ახალი პოლიტიკური ჯგუფები და ამ ჯგუფებიდან ადამიანებს უნდა მიეცეთ შანსი, გახდნენ ვიცი სპიკერები, თუ ამის სურვილი ექნებათ.

ასეთი ახალი პოლიტიკური ჯგუფის წევრები არიან რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძეც. რომან გოცირიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არც კი განიხილება ეს საკითხი, თუმცა გოცირიძე იმასაც აცხადებს, რომ თუ ვინმეს პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტი ეკუთვნის ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". 

დღეს არსებული კანონმდებლობით, ვიცე-სპიკერის თანამდებობა ერგება "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდ პარტიას. როდესაც ენმ-ს რეგლამენტით ერგება და ჯინაზე არ აძლევენ, არ არის ეს საჭირო, რატომ უნდა შემოგვთავაზონ, არ არის საჭირო ზედმეტი ხარჯები. ეკუთვნით "ნაციონალურ მოძრაობას" და მისცენ, მორჩა". - ამბობს გოცირიძე.

"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ოცნება" ვიცე-სპიკერების რაოდენობას იმიტომ ზრდის, რომ იისთვის მისაღები კადრები დანიშნოს თანამდებობაზე.

ამ ცვლილებებით, "ოცნება" ცდილობს, შეავიწროოს ოპოზიცია და თუ იზრდება ვიცე-სპიკერების პოზიციის რაოდენობა, ეს ხდება იმ მიზნით, რომ სწორედ ისინი გახდნენ ვიცე-სპიკერები, ვინც მათ აწყობთ". - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

იქნებოდა თუ არა ეკა სეფაშვილი ვიცე სპიკერი - "ხალხის ძალის დეპუტატი ამბობს, რომ მასთან ეს საუბარი არ ყოფილა.

„ქართული ოცნება" რეგლამენტს ცვლის. თუ აქამდე  თანამდებობის პირის იმპიჩმენტის პროცედურა ფარული კენჭისყრით იყო შესაძლებელი. ნოემბრიდან ეს წესი იცვლება. საკითხს მმართველი პარტია დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იხილავს. იმპიჩმენტის კენჭისყრის წესის გარდა შვიდამდე იზრდება პარლამენტის ვიცე სპიკერების რაოდენობაც.

 "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციიდან ახლა დამატებით ორი ვიცე სპიკერი უნდა აირჩიოს, რაც აჩენს განცდას რომ ამ საკითხს ოცნება ოპოზიციის გულის მოსაგებად აკეთებს.