კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეიძლება მოხდეს - სარჯველაძე

11.10.23 13:58
კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეიძლება მოხდეს - სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს.

მისი თქმით, ოპოზიციის რაღაც ნაწილი იარსებებს, რომელსაც კონსტიტუციის დარღვევა მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია და სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

"რასაკვირველია, ჩვენ ვუშვებთ, რომ შეიძლება, კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს. პირადად მე, ასეთი მოლოდინი მაქვს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს. პერსონალურად პრეზიდენტის მიმართ რაც არ უნდა ოპოზიციურად და ლოიალურად განწყობილი იყო, ძალიან რთულად ასახსნელი იქნება ის, რომ არ მივცე ხმა იმპიჩმენტს, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა.

[...] ფაქტია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ოპოზიციასა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს იდენტური პოზიციები გააჩნიათ. მცდარი, მაგრამ იდენტური. ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციაში რაღაც ნაწილი იარსებებს, რომელსაც კონსტიტუციის დარღვევა მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია. თუმცა, საპირისპიროსაც ვუშვებ". - თქვა სარჯველაძემ.