ტრენინგების საქმეზე სუსში ფოტოგრაფი ვახო ქარელი დაიბარეს

11.10.23 14:26
ტრენინგების საქმეზე სუსში ფოტოგრაფი ვახო ქარელი დაიბარეს

ე.წ. გადატრიალების საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ტვ ფორმულას" ფოტოგრაფი ვახო ქარელი  გამოკითხვაზე დაიბარა.

ვახო ქარელი ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.

მანამდე სუსმა გამოკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე განცხადება გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ.