მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში პურპროდუქტეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე ფასები მკვეთრად გაიზრდება - ენმ
„მთავრობის გუშინდელი დადგენილების, რომელიც ითვალისწინებს პურის ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადი გაიზარდა. ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ ამით ხელს უწყობენ ადგილობრივ მეწისქვილეებს, მაგრამ აქ ნათლად იკვეთება ღარიბაშვილის ოჯახის ინტერესები ხორბლის ბიზნესის სფეროში.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, კახა მიქელაძემ და ლაშა ადამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მთავრობის გუშინდელი დადგენილების, რომელიც ითვალისწინებს პურის ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში პურპროდუქტეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე ფასები მკვეთრად გაიზრდება. საქართველო თვეში მოიხმარს 30 ათას ტონა პურის ფქვილს, აქედან 7 ათასი ტონა განკუთვნილია პურის წარმოებაზე, ხოლო დანარჩენი სხვა პროდუქტებზე. ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ ამით ხელს უწყობენ ადგილობრივ მეწისქვილეებს, მაგრამ აქ ნათლად იკვეთება ღარიბაშვილის ოჯახის ინტერესები ხორბლის ბიზნესის სფეროში. მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას, თუ არ გვინდა, რომ პურის ფასი 4-5-ჯერ კიდევ გაიზარდოს, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან, რადგან მათი მავნებლობის მსხვერპლი ისევ არ გავხდეთ.“ - განაცხადა კახა მიქელაძემ.