ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება

11.10.23 14:42
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება - ამის შესახებ განცხადება აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა. 

„მე ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოების უახლეს პაკეტს, რომლის ღირებულებაა 200 მილიონი აშშ დოლარი“,-  განაცხადა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში მდებარეობს.