ტვ იმედის "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო

11.10.23 15:01
ტვ იმედის "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო

"ღამის შოუს" ბენდი სახელმწიფო უწყებების ფავორიტია - "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, რომ "ტვ იმედის" თანამშრომლებმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღეს.  

უფრო კონკრეტულად,  ბოლო სამი წლის განმავლობაში საჯარო უწყებებმა "ღამის შოუს" ბენდთან 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს ოთხი კერძო პირის-გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძის, ბექა სულაძისა და გელა გნოლიძის მეშვეობით.

ბენდთან გაფორმებულ შესყიდვებში აგრეთვე ფიგურირებს ზვიად ‘ზვიო’ ბლიაძე, რომელიც 2017-22 წლებში  ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან პაკეტს ფლობდა.

ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერყეობს.