"ველოდები რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს" - "ოცნების" დეპუტატი

11.10.23 15:37
"ველოდები რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს" - "ოცნების" დეპუტატი

 პრეზიდენტის იმპიჩმენტი - "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ბეჟან წაქაძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია, როცა ევროპულ ტურნეში წავიდა. 

რაც შეეხება იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმას, რომელიც "ქართულ ოცნებას" არ აქვს, დეპუტატი აღიარებს, რომ ამ მოცემულობით პრეზიდენტის გადაყენება კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს არ შეუძლია: 

ველოდები, ალბათ დადებით გადაწყვეტილება მიიღებს, იმიტომ, რომ ჩანდა ჩემი შეხედვით, მე არ ვარ იურისტი, მაგრამ რაც წავიკითხე და რა მოთხოვნებიც აქვს ის დარღვეული აქვს, მაგრამ იმპიჩმენტი განხორციელდება თუ არა მე ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ქართულ ოცნების უმრავლესობას ეს არ შეუძლია, არ ჰყოფნის ამისთვის, საკმარისი ხმა არ აქვს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმოქმედოს კიდევ სხვა დეპუტატებზე. კანონი, რაც იქნება იმას მივყვებით", - ბეჟან წაქაძე.

 

როდის გამოაცხადებს პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილებას პლენუმი? კანონი მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვადა 14 ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა ეს არასამუშაო დღეა, ამიტომ შესაძლოა, ამ ვადამ 16 ოქტომბრამდე გადაიწიოს. 

არსებობს ვარაუდი, რომ პლენუმი ვადას ბოლომდე გამოიყენებს, რადგან "პირველების" ინფორმაციით, ევა გოცირიძეს, რომელიც ამ საქმის მომხსენებელია, ჯერ დასკვნა არცერთი მოსამართლისთვის არ გადაუგზავნია. 

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებით მთავარი კანონი დაარღვია, მოვლენათა ეპიცენტრი, მთავარი საკანონმდებლო ორგანო გახდება.