ნოტარიუსების საქმე - ზაალ ბათუაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, ნუნუ გინტური ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა
თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ნოტარიუსი, ზაალ ბათუაშვილი და მისი თანაშემწე დუმილის უფლებას იყენებენ. ორივე მათგანს ბრალის დადგენილება წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს, თუმცა როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, მათი მდგომარეობა დამძიმდა, შესაბამისად ნოტარიუსმა და მისმა თანაშემწემ გამოძიებას ჩვენება ვერ მისცეს.
რაც შეეხება ნუნუ გინტურს, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია.
ორივე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, განსაკუთრებით მძიმედაა ბატონი ზაალის მდგომარეობა. ამ ეტაპზე, სწორედ ამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო ვერცერთმა კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება.
მიგვაჩნია, რომ ეს არის სრულიად განყენებული და არანაირ შესატყვისობაში არ მოდის იმ ნორმასთან და კატეგორიასთან, რასაც ჰქვია თაღლითობა. მით უმეტეს ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამხმარეებად არიან წარმოჩენილი არიან ამ საქმეში.ძირითადი არის მოცემულობა დაზარალებულის ჩვენებები"- თქვა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.
რაც შეეხება გინტურს, ადვოკატის მტკიცებით, ნოტარიუსს თაღლითებისთვის დახმარებას ედავებიან. გამოძიება ამტკიცებს, რომ გინტურის დახმარებით თაღლითებმა დიდი ფული წაიღეს:
ნუნუ გინტური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდება წარდგენილი არის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თითქოს ნოტარიუსმა გააფორმა ხელშეკრულება ისე , რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს არ განუმარტა, რომ ფორმდებოდა მხარეებს შორის სესხი. თაღლითობას არ ედავებიან, ეს არის დახმარება თაღლითობაში. თითქოს ნოტარიუსის დახმარებით ვიღაცებმა წაიღეს ფული"- აცხადებს ადვოკატი.
ცნობილ ნოტარიუსებს და ერთ-ერთის თანაშემწეს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ყველა მათგანს გამოძიება 2 მილიონზე მეტი ლარის ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას ედავებიან.
საქმე ე.წ. თაღლითი მაკლერების აფერას ეხება, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბინებს აგირავებდნენ შემდეგ კი დაზარალებულებს ქუჩაში ტოვებდნენ.
ამ თემაზე გამოძიება "შაბათის ეთერმა" მოამზადა. დგინდებოდა, რომ ორგანიზებული ჯგუფს ერთ ხელშეკრულებაში ნოტარიუსები ქრთამს 400 $-ს ართმევდნენ.