როდის გამოაცხადებს პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილებას პლენუმი?
როდის გამოაცხადებს პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილებას პლენუმი? კანონი მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვადა 14 ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა ეს არასამუშაო დღეა, ამიტომ შესაძლოა, ამ ვადამ 16 ოქტომბრამდე გადაიწიოს.
არსებობს ვარაუდი, რომ პლენუმი ვადას ბოლომდე გამოიყენებს, რადგან "პირველების" ინფორმაციით, ევა გოცირიძეს, რომელიც ამ საქმის მომხსენებელია, ჯერ დასკვნა არცერთი მოსამართლისთვის არ გადაუგზავნია.
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებით მთავარი კანონი დაარღვია, მოვლენათა ეპიცენტრი, მთავარი საკანონმდებლო ორგანო გახდება.
როგორც "პირველებს" დეპუტატმა, გაგა კახიანმა განუცხადა, მმართველი პოლიტიკური პარტია პლენუმის გადაწყვეტილებას ორშაბათს ელოდება.
ცნობილია, რომ მომდევნო კვირა სასესიო კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხს ბიუროზე "ქართული ოცნება" უკვე მომდევნო კვირას გაიტანს და შესაბამისად, ცნობილი გახდება, როდის დადგება იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე.
იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმას მოაგროვებს და სალომე ზურაბიშვილს გადააყენებს, კონსტიტუციის მიხედვით მეექვსე პრეზიდენტი 45 დღის ვადაში უნდა აირჩიონ. ამ შემთხვევაში მოქალაქეები მთავარსარდალს პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევენ. ამ 45 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იქნება.
იმ შემთხვევაში კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი დასკვნით თუ დაადგენს, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია, ამ მომენტიდან პროცედურა წყდება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ამის შემდგომ პროცესი გრძელდება პარლამენტში. შესაბამის ვადებში, ეს შეიძლება იყოს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. შესაბამის ვადაში პარლამენტი ჩაატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილების მიღება ხდება, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პრევენციის თვალსაზრისითაც, რომ მომავალში არავის თავში აზრად არ მოუვიდეს კონსტიტუციის დარღვევა", - ამბობს გიორგი კახიანი.
დასკვნის მოლოდინშია მიხეილ სარჯველაძეც. "ქართული ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პარლამენტი რეგლამენტს არც ერთი წუთით არ გადაუხვევს.
პირველ რიგში ჩვენ ვნახავთ რა იქნება გადაწყვეტილება, დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოსი, იმის მიხედვით რაც იქნება დასკვნა, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, მერწმუნეთ, რომ არცერთი ვადა, რაც განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დარღვეული არ იქნება. რომელ კონკრეტულ კვირაში შევა და ა.შ. ეს, რომ გიპასუხოთ მათ შორის კალენდარი უნდა მახსოვდეს ფიზიკურად და ეს არ მახსოვს უბრალოდ, რომელი კვირა უწევს სასესიო და რომელი საკომიტეტო, ამიტომ არ მახსოვს ასე.
ყოველ შემთხვევაში არ მგონია, რომ დაყოვნებას რაიმე მიზეზი ჰქონდეს. პარლამენტის რეგლამენტით იყო გარკვეული ნაკლოვანება ამ თვალსაზრისით, რომელიც გვქონდა რეგლამენტის ტექსტში, შესაბამისად იყო ხარვეზული არ არსებობდა პრაქტიკულად ამომწურავიო პასუხი არ ყოფნის შემთხვევაში რა ბედი ეწევა სხდომის გახსნის საკითხში. შესაბამისად ეს საკითხი დარეგულირდება, დარეგულირდება შემოთავაზებული სახით, ან დისკუსიის პროცესში რაზეც შევთანხმდებით", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.