დარჩიაშვილი ისრაელთან დამატებითი ფრენების დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს
ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები და ოპოზიცია საქართველოს მთავრობას ჩარტერული რეისების დანიშვნას სთხოვენ, რომ მიეცეთ შესაძლებლობა დატოვონ ომის ეპიცენტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ დამატებითი ფრენების დანიშვნის აუცილებლობა არ არსებობს და რომ საქართველოს ხელისუფლება ისედაც ეხმარება მოქალაქეებს.
სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის, ჩვენ კი ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს.
მესმის, რომ შეიძლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს კონკრეტულ ფრენაზე შესაძლებლობა ბილეთის შეძენის.
ამ ფრენებით ისარგებლა დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანმა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოში ჩამოფრინდნენ". - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მძიმე ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა ჯერ ჯერობით რკინის გუმბათი მათ განეიტრალებს ახერხებს. დღეს უკვე ცხელი წერტილია ლიბანის საზღვარიც, სადაც მძიმე ტექნიკა დგას!
პარალელურად, ღაზას სექტორი ისევ იბომბება - 900 დაღუპული და 2 329 განადგურებული ობიექტი. ისრაელმა იერიში ცოტა ხნის წინ "ჰამასის" უნივერსიტეტზეც მიიტანა, სადაც იარაღის საწარმოები და სამეთაურო პუნქტები იყო განთავსებული.