არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილი

11.10.23 16:26
არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მისი გადაყენება შეძლოს. "არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტი" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის, ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.

"ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო" - თქვა ზურაბიშვილმა.