ფარცხალაძე საქართველოს ხელისუფლებაში არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც არის რუსეთის გავლენის აგენტი - წითლიძე
რუსებს გავლენის აგენტები საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე არის ერთი ფარცხალაძე - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ "პირველებთან" განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყოფილი მთავარი პროკურორი ერთადერთია ვინც, აშშ-მ აგენტობაში ამხილა.
ფარცხალაძე საქართველოს ხელისუფლებაში არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც არის რუსეთის გავლენის აგენტი ამ ქვეყანაში. ფარცხალაძე ერთადერთია ჯერ იმიტომ, რომ პირდაპირ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსებს გავლენის აგენტები საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე არის ერთი ფარცხალაძე.ამაზე უკვე საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები",-ამბობს წითლიძე