პრიმიტიული ლოგიკის და პიარის მსხვერპლი ხდებიან - მამუკა მდინარაძე ,,ენმ"-ზე

08.06.21 18:48
პრიმიტიული ლოგიკის და პიარის მსხვერპლი ხდებიან - მამუკა მდინარაძე ,,ენმ"-ზე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ,,ნაცმოძრაობის" ბრალდებებს პასუხობს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პლენარული სხდომა დღეს 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხვალ წესის მიხედვით გაგრძელდება. შიშის გამო სხდომის დასრულება -  ეს ბრალება კი ,,ენმ"-ს პიარული სვლაა.

თუ პოლიტიკური განცხადებები უნდოდათ, ის იწყება ყოველ სამშაბათს 12 საათზე, რომ იცოდნენ. დღეს სხდომა გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში, პარლამენტს თავისი დღის წესრიგი აქვს და ახლა ისწავლიან ნელნელა, როცა შემოვლენ. წინა პარლამენტში იყო ზოგი მათგანი და ვერ ისწავლა. ხვალ  გაგრძელდება კანონპროექტის განხილვა. ყველაფერი პიარული კუთხით არის მათ ტვინში მოხარშული.  

ფიქრობენ, ახლა რა ვთქვათ, სხდომა 4 საათის განმავლობაში მიდიოდა და ახლა რა ვთქვათ, რადგან მალე დამთავრდა სხდომა, ვთქვათ, რომ შეეშინდათ. ამ პრიმიტიული ლოგიკის და პიარის მსხვერპლები ხდებიან თვითონ - თქვა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ,,ნამოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ,,უმრავლესობა შიშის გამო გაგვექცა დარბაზიდან".