"ადამიანური, პოლიტიკური, ვალდებულება მაქვს ვიყო იქ" - ნიკა მელია სააკაშვილის ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე მივიდა
"ადამიანური, პოლიტიკური, ვალდებულება მაქვს ვიყო იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოფისი იხსნება და ამიტომაც ვარ აქ" - ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე მივიდა.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტპატიმრები, ამის დამარცხება კი მისი თქმით, ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებით არის შესაძლებელი.
მელია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება შესაძლებელია ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის, ჩანაცვლების დემოკრატიული ძალების შემდეგ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტპატიმრები და პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულება შესაძლებელია ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებით. სადაც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდანაც არ უნდა ვიბრძოლო, ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს ტყვე, ეს არის ჩემთვის წმინდათაწმინდა. მე არასდროს არ მომიტყუებია არცერთი ამომრჩეველი, განსაკუთრებით პატიმარი სააკაშვილი, რომ მისი გათავისუფლება არის შესაძლებელი რეჟიმის პირობებში. ყოველთვის ალბათ დამერწმუნებით ვამბობდი და ვამბობ და ვრჩები ერთგული ჩემს დამოკიდებულებისადმი, რომ მისი გათავისუფლება არის შესაძლებელი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის, ჩანაცვლების დემოკრატიული ძალების შემდეგ. ეს არის და ეს. ადამიანური პოლიტიკური, ვალდებულება მაქვს ვიყო იქ, სადაც მისი ე.წ. ოფისი იხსნება და ამიტომაც ვარ აქ", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ნიკა მელია.
შეგახსენებთ, თბილისში მესამე პრეზიდენტის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ოფისში მოქალაქეები მსჯავრდადებულ პრეზიდენტთან პირდაპირ კომუნიკაციას შეძლებენ. ექნებათ შესაძლებლობა პრეზიდენტისთვის წერილების და მოსაზრებების დაწერა და დატოვება.