"ქალებს, ბავშვებს თავი დაანებეთ" - უკრაინაში ბავშვების ხოცვის მთავარი შემოქმედი პუტინი ისრაელსა და ღაზაზე

11.10.23 19:15
"ქალებს, ბავშვებს თავი დაანებეთ" - უკრაინაში ბავშვების ხოცვის მთავარი შემოქმედი პუტინი ისრაელსა და ღაზაზე

რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში ბავშვების ხოცვის მთავარი შემოქმედია, ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის ზრდის გამო "შეშფოთება გამოთქვამს და მხარეებს მოუწოდებს, რომ ქალებს, ბავშვებს თავი დაანებონ.

"თუ კაცებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან ბრძოლა, დაე, იბრძოლონ. ქალებს, ბავშვებს თავი დაანებეთ. ეს ორივე მხარეს ეხება... რაც ახლა ხდება, საშინელებაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე, ან ნულამდე დავიყვანოთ ზარალი მშვიდობიან მოსახლეობაში - ქალებში, ბავშვებში, მოხუცებში", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინის თქმით, ე.წ. ორი სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტის გადაწყვეტის ნაკლებობამ ახლანდელი “ძალადობის აფეთქება” გამოიწვია.

გვესმის, რომ ორივე მხარეს სიმწარე ძალიან დიდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზეა ორივე მხარეს სიმწარე, მაინც უნდა ვეცადოთ, რომ შევამციროთ ან ნულამდე დავიყვანოთ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შორის”, - განაცხადა პუტინმა.