არჩევნების წინ მესამე პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა - სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა

11.10.23 20:32
არჩევნების წინ მესამე პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა - სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა

 

არჩევნების წინ მესამე პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა - სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა. სააკაძის დაღმართზე,  ახალ სივრცეში  დღეიდან ელოდებიან  ყველას - რიგით მოქალაქეებს, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს,  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიტიკოსებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას, ვისაც სურს,  პატიმარ პრეზიდენტს საკუთარი ხმა მიწვდინოს.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ოფისი უნდა იქცეს გაერთიანების  ადგილად.  ამის ნიშნები დღეს თავად "ნაციონალური მოძრაობაში" გამოჩნდა, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მისაღების პრეზენტაციაზე მივიდა.