ცვლილებები რეგლამენტში - იწყებს თუ არა "ოცნება" ოპოზიციასთან ვაჭრობას ვიცე-სპიკერის პოსტით
იწყებს თუ არა "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან ვაჭრობას ვიცე-სპიკერის პოსტით. პრეზიდენტის სავარაუდო იმპიჩმენტამდე რამდენიმე კვირით ადრე უმრავლესობას რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს. დაემატება ორი ვიცე სპიკერის თანამდებობა. ერთს დიდი ალბათობით "ქართული ოცნება" თავის რადიკალურ დაჯგუფებას "ხალხის ძალას" დაუთმობს.
თუმცა, მთავარი ინტრიგაა ვის მისცემენ მეორე კვოტას ოპოზიციიდან. "ოცნებაში" უკვე დააანონსეს, რომ ეს პოსტი ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. ასეთი ჯგუფი კი პარლამენტში სამია.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.