"თავისი ნებით გაჰყვა" - მოკლული 14 წლის გოგოს დედა სასამართლოზე
"თავისი ნებით გაჰყვა, მე როგორ ვაიძულებდი შვილს რამეს" - ამ სიტყვით მიმართა განსასჯელის სკამზე მჯდომმა მოკლული 14 წლის გოგოს დედამ სასამართლოს.
მოსამართლემ აითაჯ შახმაროვას სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა რომ ბოლოს ექნება სიტყვით მიმართვის საშუალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედის და ბიძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
გოგონას სასტიკი მკვლელობიდან ხუთი დღის თავზე შემზარავი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ 14 წლის აითაჯმა, რომელიც ქორწინების მიზნით გაიტაცეს ტყვეობიდან გაქცევა შეძლო, უცხო პირის ტელეფონით დედას დაურეკა და შველა სთხოვა, თუმცა დედა სკოლის მოსწავლეს იმ კაცთან თანაცხოვრებას აიძულებდა, რომელმაც საბოლოოდ 14 წლის გოგონა მოკლა.