ჩემთვის ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ორბანი ადღეგრძელა და თქვა, რომ მისთვის იგი სამაგალითო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორბანსა და უნგრეთის მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო.
იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან.
ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის.
პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს! - აღნიშნშა ღარიბაშვილმა.