ანგარიშსწორება "ტვ პირველის" ლოგოს გამო - რა მოხდა ბორჯომში?
ანგარიშსწორება "ტვ პირველის" ლოგოს გამო - ბორჯომში ჩამოხეულია გიორგი ტალახაძის მხარდამჭერი ბანერი. სოფელ ყვიბისთან, გინესის რეკორდსმენი სპორტსმენის გამოსახულებით ბანერი გუშინ გააკრეს, რამდენიმე საათში კი, სავარაუდოდ, მერიის ბრძანებით ჩამოხსნეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიზეზი ფოტოზე გამოსახული "ტვ პირველის" ლოგოა. "ტვ პირველმა" საქართველოს მრავალგზის ჩემპიონსა და მსოფლიო თასის გამარჯვებულ სპორტსმენს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ბანერის გაკვრა არ იყო მერიასთან შეთანხმებული, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ახალი ბანერი ისევ გაიკვრება და "ტვ პირველის" ლოგო მასზე აუცილებლად იქნება.
ჩემი ინფორმაციით ვიცი, რომ ამ ბანერის გაკვრა არ იყო მერიასთან შეთანხმებული, ეს ბანერი ჩამოიხსნა, თუმცა რამდენიმე დღეში ახალი ბანერი ისევ გაიკვრება. ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ტვ პირველის" გამო ჩამოიხსნა ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს", - ამბობს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნატა კოპაძე.