არც ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან და არც შეხვედრა ოპოზიციასთან - ორბანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

12.10.23 12:35
არც ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან და არც შეხვედრა ოპოზიციასთან - ორბანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

არც ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან და არც შეხვედრა ოპოზიციასთან - ასე გრძელდება ვიქტორ ორბანის სამ დღიანი ვიზიტი საქართველოში. პუტინის მოკავშირედ წოდებულ უნგრეთს ლიდერს, პრემიერი ღარიბაშვილი დღეს მშობლიურ კახეთს დაათვალიერებინებს.

იქნება განცხადებებიც, თუმცა კითხვების გარეშე. ამიტომ ორბანის ოფიციალური ვიზიტი გამონაკლისია, მაშინ, როცა ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი სტუმრობს, ისინი ესაუბრებიან მედიას, ოპოზიციას და მესამე სექტორსაც, ორბანის გეგმებში კი არცერთი შედის.

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, "ქართულ ოცნებას" დასავლეთში მოკავშირეები არ დარჩათ, მაგრამ მათ ჰყავთ მოკავშირეები რუსეთში, რომელიც უკიდურესად პრობლემურია.

ქართულ ოცნებას, რეალურად, დასავლეთში მოკავშირეები არ დარჩათ, მათ ჰყავთ მოკავშირეები რუსეთში, ჩვენ ეს ვნახეთ. ასევე მოკავშირე ქვეყანა, რომელიც არის უკიდურესად პრობლემური, როგორც უკრაინასთან პოზიციონირებაში, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისთ, ამიტომ თავად ამ ვიზიტს შინაარსიც მეტყველებს ამ ხელისუფლების ღრმა კრიზისზე - ამბობს პარტიის "დროა" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ნებისმიერ ევროკავშირის წევრ ქვენასთან საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მათ შორის, უნგრეთთანაც, მაგრამ მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებისთვის პრობლემაა.

ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი. ზოგადად, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ნებისმიერ ევროკავშირის წევრ ქვენასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, მათ შორის, უნგრეთთანაც და მის ლიდერთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირის შიგნით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის პრობლემა და ამაზე, ხშირ შემთხვევაში, ისინი ღიადაც საუბრობენ. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ არავინ მათ გარდა არ დაგვრჩა", - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე

პარია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, "ქართული ოცნების" ანტიპრაგმატულმა პოლიტიკამ საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები გაზარდა. 

სტუმრები კი არა, თვითონ ოცნების წარმომადგენლები არ დადიან და ზოგიერთი მათგანი არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზზე, სტუმრებს რაღა უნდა მოვთხოვოთ. ოცნების ხელისუფლებისთვის არათუ პრიორიტეტი არ არის, არამედ მათმა ანტიპრაგმატულმა პოლიტიკამ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები გაზარდა. უნგრეთის გარდა "ოცნებამ" არ დაიტოვა მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ასე ღიად და თამამად გააკეთებდა განცხადებებს საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნგრეთის პრემიერი თბილისში ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გრძელდება.