"Mona.ge" - ჯაფარიძე-ხოშტარია ახალი პროექტის პრეზენტაციას მართავენ
"მონა.ჯი" - "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" ახალი ვერბგვერდის პრეზენტაციას მარტავენ. ორი ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით დამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რუსეთის მსახურებაში მხილებული პირების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ მტკიცებულებას გაეცნონ.
ზურა ჯაფარიძე "პირველებთან" საუბრის დროს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელის შეშლა.
შევქმენით პროექტი, რომლის სახელწოდებაც არის მონა.ჯი, რომლის მიზანიც არის ყველა იმ ადამიანის გამოვლენა, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჩართულნი არიან სუს-ის მხრიდან ხმების მობილიზებაში. ყველა ის პოლიციელი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც დადიან და შემდეგ სასამართლოში იძლევიან ცრუ ჩვენებებს, ყველა იმ პროკურორის, მოსამართლის, რომელიც ჩართულნი არიან ანგარიშსწორებაში. მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პრორუსულ კამპანიაში არიან ჩართულნი.
ყველას სახელს და გვარს დავუტოვებთ შთამომავლობას და შევინახავთ უსასრულოდ. მომავალ თაობას ეცოდინება, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. უკვე გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსებთან. ყველა ის ვინც გადაწყვეტს, რომ გაიქცეს ამ ქვეყნიდან და ჩვენ დაგვტოვონ სიღარიბეში, რუსულ სივრცეში და უბედურებაში და თვითონ თავი დააღწიონ და გაიქცნენ ნორმალურ დაავლეთ ქვეყანაში, ყველანაირად ვეცდებით, რომ ამას ხელი შევუშალოთ - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ რუსული სისტემის დასანგრევად სისტემური დაპირისპირებაა საჭირო.
რუსულ სისტემას სჭირდება სისტემური დაპირისპირება და მხილების მექანიზმის შექმნა და არა ერთჯერადად ყვირილი ფაქტებზე. სწორედ მონა.ჯი არის ის საიტი, რომელიც მხილების მექანიზმია, სადაც მხილებული იქნება ყველა ის სუს-ის თანამშრომელი, პროკურორი, მოსამართლე, მოძალადე სსიპ-ის თანამშრომელი, რომელიც პარტიას ემსახურება და არა სასამართლოს, ყველა ასეთი ადამიანი იქნება მხილებული, რადგან მათზე დგას რუსული სისტემა - განაცხადა ხოშტარიამ.