პროკურატურა არაადეკვატურად მოქმედებს- ნიკოლოზ სიმონიშვილი

11.03.21 13:17
პროკურატურა არაადეკვატურად მოქმედებს- ნიკოლოზ სიმონიშვილი

საია-ს თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი, მიიჩნევს, რომ  პროკურატურას არ ამოუწურია ყველა ცივილური გზა, მიეღო საგამოძიებო მასალები ტვ პირველისგან და ამის ფონზე ტელეკომპანიაში იძულებით შესვლა უკანონობაა.

ეს განჩინება აძლევს პროკურატურას საშუალებას, რომ შემოვიდეს იძულებით და ამოიღოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობით ამ ინფორმაციის ამოღების გზები და ღონისძიებები  არ გამოუყენებია, ეს არის სწორედ უკანონობა. სპეცრაზმი შეიძლება იყოს უკანასკნელი ღონისძიება, ეს უნდა იყოს უნდა პროპორციული ეს შემოსვლა, თუ იქ ისეთი წინააღობა იქნება,  რომ შემოსვლა ვერ შეძლოს, სპეცრაზმს გამოიყენებენ, პროკურატურა ამ საქმესთან მიმართებით არაადეკვატურად მოქმედებს - აცხადებს ნიკოლოზ სიმონიშვილი.

პროკურატურამ დღეს ტვ პირველში შესვლისა და მასალების ამოღების ნებართვა სასამართლოსგან მიიღო.