თაღლითობაში მხილებული ნოტარიუსები განსასჯელის სკამზე - დაარღვევენ თუ არა დუმილს ბრალდებულები

12.10.23 14:02
თაღლითობაში მხილებული ნოტარიუსები განსასჯელის სკამზე - დაარღვევენ თუ არა დუმილს ბრალდებულები

თაღლითობაში მხილებული ნოტარიუსები განსასჯელის სკამზე. რა აქვთ სათქმელი ნუნუ გინტურს და ზაალ ბათუაშვილს? ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა იწყება. 

დაარღვევენ დუმილს თუ დუმილის უფლებას გამოიყენებენ, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. 400 დოლარი ერთი ნოტარიულად დამოწმებული აქტის სანაცვლოდ  და უსახლკაროდ დარჩენილი ათობით ადამიანი - ღამის ნოტარიუსებად წოდებული პირების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება სავარაუდოდ სწორედ დაზარალებულების ჩვენებები იქნება.

ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს არ უმტკიცდებათ კონკრეტული კომპონენტები და ნიუანსები. მანელიძე ამბობს იმასაც, რომ ალტერნატივის სახით სასამართლოს შესთავაზებს გირაოს, იმ მიზეზის გამო, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს მათი ნამდვილი ნება, რომ ყველაფერს თავისი სამართლებრივი სახელი დაერქვას.

მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ბრალი რაც აქვთ წარდგენილი არცერთ ჩემს დაცვისქვეშმყოფს არცერთ კონკრეტული კომპონენტი და ნიუანსი არ უმტკიცდებათ და შემდგომშიც ამდაგვარ განვითარებას პოვებს. რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით და ერთობლივი პოზიციით გადავწყვიტეთ, რომ მაინც ალტერნატივის სახით ამ შემთხვევაში სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ნამდვილი ნება თუ რაოდენ დიდია მოწადინება იმისთვის, რომ მართლაც ყველაფერს თავისი სამართლებრივი სახელი დაერქვას", - ამბობს ადვოკატი, შოთა მანელიძე.