"გამაღიზიანებელია, ვიღაც ალუდა ღუდუშაურები რომ ჩამოგვისხდებიან და რუსულ საქმეებს აკეთებენ" - მშვილდაძე
"ძალიან გამაღიზიანებელია, ვიღაც ალუდა ღუდუშაურები რომ ჩამოგვისხდებიან აქ და რუსულ საქმეებს აკეთებენ" - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვებგვერდი "Mona.ge"-ს შექმნას და ამბობს, რომ ხოშტარია-ჯაფარიძის ერთობლივი პროექტი საზოგადოებას იმ პირებს დაანახებს, რომლებიც ქვეყანას "კაპიკებზე" ცვლიან.
მიშა მშვილდაძის თქმით, ქართველი ერი შიშსა და რეპრესიებში ცხოვრებას არ აპირებს.
შიშსა და რეპრესიებში ვცხოვრობდეთ, ცარიელი ფურცლის გამო ადამიანებს აჯარიმებდნენ და ამ დროს ჩვენ აქ წყნარად ვიყოთ და ვიცავდეთ, გული ვინმეს არ ვატკინოთ. თავის მილიონებზე თუ კაპიკებზე, არ ვიცი, ვინ რაზე ღორდება, მაგრამ ამაზე ცვლიან ყველაფერს. ადამიანებს ეცოდინებათ და მერე გააგრძელონ თავისი საქმე, თუ ეამაყებათ.
ძალიან გამაღიზიანებელია, ვიღაც ალუდა ღუდუშაურები რომ ჩამოგვისხდებიან აქ და რუსულ საქმეებს აკეთებენ, მერე ფოტოებს დადებენ ამერიკიდან და ევროპიდან, მორგოშია რომ ჭრელი პერანგებით გაიპრანჭება იტალიაში. ეგრე არ არის რა, გინდა რუსეთი წახვალ ჩელიაბინსკში ან კიდე უარესში და ევროპა თუ გინდა, მაშინ აქ უნდა გინდოდეს - აღნიშნა მშვილდაძემ.
ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი პროექტი "მონა.ჯი", რომელიც რუსეთის სისტემის დანგრევას ისახავს მიზნად, უკვე ჩაეშვა.