საავადმყოფოები დაჭრილებს ვეღარ იტევს - უმძიმესი ისტორიები ღაზას სექტორიდან

12.10.23 15:25
საავადმყოფოები დაჭრილებს ვეღარ იტევს - უმძიმესი ისტორიები ღაზას სექტორიდან

ომის ორი მხარე - მძიმე კადრებს და უმძიმეს ისტორიებს ღაზას სექტორიდან საერთაშორისო მედია აქვეყნებს . სრულ ბლოკადაში მოქცეული ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. მედიკამენტების და წყლის მარაგი იწურება, საავადმყოფოები დაჭრილებს ვეღარ იტევს. არ არის დენი  და არც საწვავი.  

ჩვენს საავადმყოფოებში შემოსული დაჭრილების რაოდენობა ძალიან დიდია, ეს ნიშნავს რომ ვეღარ შევძლებთ უფრო მეტი პაციენტის მიღებას. გვჭირდება უსაფრთხო გადასასვლელი რაღა მივიღოთ სამედიცინო მარაგი ღაზაში და შევძლოთ დაჭრილების გადაყვანა სადმე სხვაგან, რომ საავადმყოფოებში მიიღონ დახმარება". - ამბობს ხალხი.

ადგილობრივები უსაფრთხო დერეფნებს ითხოვენ. ისრაელის მთავარი სამიზნე ჰამასის მიწისქვეშა  სამხედრო საცავებია, რის გამოც ხალხს გვირაბებში არ უშვებენ. ეს კი იმას ნიშნავს რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სინი ყველანი მსხვერპლები არიან - ეს ქალები, ბავშვები, მათ რა გააკეთეს ან დააშავეს?  

 მივიღეთ შეტყობინება რომ ქალაქი დაგვეტოვებინა, ლტოლვილთა სანაპიროზე გავედით, იმუქრებოდნენ იმ შენობაზე რომელშიც ვიყავით. დავბრუნდით ქალაქში რომელშიც ვცხოვრობდით, გამთენიისას რაკეტამ დაარტყა სახლს - არ ვიცით, რატომ, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია". - ამბობს შეშინებული მოსახლეობა.