აშშ ახალი ელჩი საქართველოშია - დანიგენის უფლებამოსილების ათვლა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

12.10.23 15:51
აშშ ახალი ელჩი საქართველოშია - დანიგენის უფლებამოსილების ათვლა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

ამერიკის ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელის მოლოდინში. რობინ დანიგენის უფლებამოსილების ათვლა სავარაუდოდ დღეს საღამოდან დაიწყება.

რწმუნებათა სიგელს დეგნანის შემცვლელს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადასცემს. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბაიდენის გუნდის რწმუნებით თბილისში ჩამოსული დიპლომატი ისეთივე მწვავე იქნება, როგორც მისი წინამორბედი.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ახალი ელჩი გამოცდილი დიპლომატია და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიკელი ხალხის და ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერას.

ჩვენ ვიცით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, იმიტომ, რომ "ლელო" მოიაზრებს აშშ-ს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ელჩის ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიკელი ხალხის და ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერას", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი.