ჰამასის თავდასხმაში რუსული კვალი სახეზეა, ცნობილია კონკრეტული ფაქტები - ბუდანოვი
ჰამასის ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული კვალის არსებობის დამდასურებელი ფაქტები არსებობს, - ამასთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი საუბრობს.
Українська правда-სთან ინტერვიუში ბუდანოვი ამბობს, რომ კრემლის ჩართულობის მთავარი დამადასტურებელი ფაქტები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჰამასის ტერორისტებისთვის ცეცხლსასროლი იარაღების გადაცემა, რუსული კოსმოსური აპარატის ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაში გადატანა დაზვერვისთვის, ლიბანში კრემლის პროპაგანდისტული რადიოტალღების გაჩენა და ჰამასის თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება.
რუსული კვალი, როგორც ამბობენ, სახეზეა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ცნობილია კონკრეტული ფაქტები: რუსები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადასცემდნენ ომის ნადავლ იარაღს ჰამასის ჯგუფს. ასევე არის ინფორმაცია, რომ რაღაცები გადაეცა ჰეზბოლას, მაგრამ ეს დანამდვილებით ცნობილი არ არის.საუბარია ქვეითთა შეიარაღებაზე.
უფრო მეტიც, ყველას შეეძლო ენახა, მაგალითად, YouTube-ზე, ტაქტიკა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ჩვენი რეგიონისთვის და აბსოლუტურად არაბუნებრივი ახლო აღმოსავლეთისთვის, როდესაც "კამიკაძე დრონები გამოიყენება ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ – ეს ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. არავის, მათ გარდა, ვისაც ჩვენი საომარი მოქმედებების თეატრი აქვს გავლილი, ამის გაკეთება არ შეეძლო. რადგან ჩვენ იქ არ ვყოფილვართ, ე.ი. იყვნენ რუსები". - აღნიშნა ბუდანოვმა.
გარდა ამისა, ბუდანოვმა კიდევ ორი "საინტერესო ფაქტთან" დაკავშირებით ისაუბრა, რაც რუსეთის როლის მაჩვენებელია:
1) ისრაელზე ჰამასის ისლამისტების თავდასხმის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ლიბანში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება რუსულმა რადიოსადგურმა „რადიო სპუტნიკმა“ არაბულ ენაზე;
2) 24 სექტემბერს რუსული კოსმოსური ხომალდი, რომელსაც შეუძლია ელექტრონული დაზვერვის ჩატარება, ასევე სატელიტური სიგნალების ჩაჭრა, გადავიდა გეოსტაციონალურ ორბიტაზე ისრაელის სახელმწიფოს თავზე.