იმედი მაქვს აშშ-ს ახალი ელჩი იქნება ობიექტური და არ დაეყრდნობა ჭორიკანა ოპოზიციას - ოდიშარია
გახდება თუ არა აშშ-ს ახალი ელჩი "ოცნების" მოსაწონი? - კობახიძის გუნდში დღეს განწყობებს არ მალავენ. ქვეყნის მთავარ კანონმდებლებს, ვინც ელჩ დეგნანზე არაერთგზის თავდასხმებში არიან მხილებულები, აქვთ მოლოდინი, რომ ახალი დიპლომატი მათ ხედვებს გაიზიარებს.
ბექა ოდიშარიას თქმით, მიესალმება ახალი ელჩის ჩამოსვლას და იმედოვნებს, რომ ის იქნება ობიექტური და არ დაეყრდნობა "ჭორიკანა ოპოზიციას".
მე მივესალმები ახალი ელჩის ჩამობრძანებას. ძალიან კარგია, რომ პირველი დიპლომატი უკვე ჰყავს აშშ-ს მისიას და დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება ჩვენს შორის კოლეგიალური, ობიექტური, დისკუსიებზე დაყრდნობით, არა ჭორიკანა ოპოზიციონერებზე და მათთან აფილირებულ ე.წ. არასამთავრობო გაქსუებულ ორგანიზაციებზე, იქნება ყველაფერი პროდუქტიული", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია.
ამერიკის ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელის მოლოდინში. რობინ დანიგენის უფლებამოსილების ათვლა სავარაუდოდ დღეს საღამოდან დაიწყება.
რწმუნებათა სიგელს დეგნანის შემცვლელს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადასცემს.