ჰამასი არის ISIS და როგორც ISIS-ი გაანადგურეს, ასევე განადგურდება - ნეთანიაჰუ
"ჰამასი არის ISIS და როგორც ISIS-ი გაანადგურეს, ასევე განადგურდება," - ეს განცხადება ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის" აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ანტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თელ-ავივში.
ნეთანიაჰუს შეფასებით, ბლინკენის ვიზიტი იყო "ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის". მან განაცხადა, რომ "ჰამასი" ისევე უნდა განადგურდეს, როგორც ისლამური სახელმწიფო (ISIS). მისივე თქმით, არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და მათ წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს, სანქციები უნდა დაწესდეს.
ჰამასმა თავი გამოიჩინა ცივილიზაციის მტრად. ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტა, ოჯახების დახოცვა, მშობლების მკვლელობა შვილების თვალწინ და ბავშვების მკვლელობა მშობლების თვალწინ. ხალხის ცოცხლად დაწვა. თავის მოკვეთები. გატაცებები - ესაა მათი ხელწერა. ჰამასი არის ISIS და როგორც ISIS-ი გაანადგურეს, ასევე განადგურდება ჰამასი და ჰამასი ზუსტად ისე უნდა მოექცნენ, როგორც ISIS-ს ექცეოდნენ", - თქვა ნეთანიაჰუმ.