ეგვიპტე უარს ამბობს, პალესტინელ ლტოლვილებს კორიდორი გაუხსნას - Reuters
ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
თუმცა, ოფიციალური კაირო აშშ-სთან განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას.
ღაზას სექტორი 41 კმ სიგრძის და 10 კმ სიგანის ტერიტორია ისრაელს, ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ღაზის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2007 წლიდან სექტორზე კონტროლი "ჰამასმა" ჩაიგდო ხელში, ახლა ბლოკადაშია მოქცეული.
ეგვიპტე, რომელიც ხშირად არის პალესტინა-ისრაელის დაპირისპირების მედიატორი, ამბობს, რომ ორმა მხარემ კონფლიქტი საკუთარი საზღვრების ფარგლებში უნდა მოაგვარონ.