რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ბაზას ამაგრებს - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
რუსეთმა ოკუპირებული ოჩამჩირის სამხედრო ბაზის გამაგრება დაიწყო. ტერიტორიაზე რადიოელექტრული სისტემებია დამონტაჟებული. "პირველების" ხელშია დრონით გადაღებული მასალა, სადაც კარგად ჩანს სისტემები, რომელსაც პუტინის რეჟიმი, სავარაუდოდ, დრონების გასანეიტრალებლად გამოიყენებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი უკრაინისგან თავდასხმების მოლოდინშია, სამიზნე კი, სავარაუდოდ, ოჩამჩირის ბაზა გახდება.
რეალურად, ისინი ემზადებიან დარტყმისთვის. ბოლო დარტყმა, რაც უკრაინამ მიაყენა რუსეთს, ეს იყო სოჭში. ისინი ემზადებიან აქედან აწარმოონ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ეს ზონა იყოს დაცული. თუ უკრაინამ აირჩია ოჩამჩირე როგორც დარტყმის ობიექტი, რა თქმა უნა, თავისუფლად შეიძლება გახდეს პოლიგონი, ოღონდ დარტყმების დონეზე. მე ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ბაზა შეიძლება იყოს ოჩამჩირე, - ამბობს დავითაია.
უსაფრთხოების სპეციალისტი უჩა აბაშიძე ამბობს, რომ რადიოელექტრონული დაცვის სისტემები ბაზაზე უფრო საქართველოსგან შესაძლო საფრთხის თავიდან ასარიდებლად დაამონტაჟეს.
რადიოელექტრონული დაცვის სისტემები უფრო მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ ანუ ჩვენ ვერანაირი ვპვ დრონებით და ვერაფრით შემთხვევით რაიმე ზიანი არ გამოვიწვიოთ. ასევე, შემჩნეული არიან იმაში, რომ კარგად მუშაობს მათი სპეცსამსახურები და არასდროს იცი საქართველოდან თუ თურქეთთან თუ შავი ზღვიდან რა იერიშს მოიტანენ შენზე. ამიტომ ყველა ვარიანტიაში ახლა, ამ ომის დროს მაგ დაცვის აწყობა, პირველ რიგში, უკრაინისგან თავდასაცავად არის, ოღონდ, ჩემი აზრით, საკმარისად შორს არის ეს ბაზა იმისთვის, რომ პირდაპირ უკრაინელების იერიშების ეშინოდეს. ეს არის რუსეთისგან მცდელობა, რომ აფხაზეთს არ მიატოვებს, ჩვენ დაგვანახოს, რომ ეს ტერიტორია სამუდამოდ დაკარგულია და ჩვენ ამას ვერაფფრით გავეკარებით, - ამბობს უჩა აბაშიძე.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა კი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს.
რუსეთი აქტიურად ემზადება საომარი მოქმედებებისთვის, ვინაიდან უკრიანისთვის სამიზნე არის რუსული ფლოტი, თუნდაც ის იმყოფებოდეს საქართველოს ოკუპირეულ ნაწილში. ამიტომ, ეს არის, ფაქტობრივად, მცდელობა და შეიძლება ეს მცდელობა წარმატებულიც აღმოჩნეს, გაჩნდეს უკვე მეორე ფრონტი საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში და შემდეგში ამას რუსეთი უკვე გამოიყენებს საქართველოს სრული ანექსიისთვის, - ამბობს დავით ქაცარავა.