ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი, წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით - თამარ გოლდბერგის და
„ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი. დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით,“ - ეს განცხადება თამარ გოლდბერგის დამ, მარი გოლდბერგმა „დღის სტუმართან“ გააკეთა.
თამარ გოლდბერგს, რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც „ჰამასმა“ იერიში პირველად მიიტანა, ამ დრომდე ეძებენ.
ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია თამიზე - ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი. ის იყო სამ მეგობართან ერთად, იგივე ლოკაციაშია ეს ტელეფონიც და დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით," - ამბობს გოლდბერგი.