ბილეთებზე ქართული ავიაკომპანიები სწრაფ მოხვეჭილობის მიზნით, ცოტა ზედმეტს აკეთებენ, არ არის სწორი - სოსიშვილი

12.10.23 16:28
ბილეთებზე ქართული ავიაკომპანიები სწრაფ მოხვეჭილობის მიზნით, ცოტა ზედმეტს აკეთებენ, არ არის სწორი - სოსიშვილი

„ბილეთებთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, ქართული ავიაკომპანიები, რა თქმა უნდა, სწრაფ მოხვეჭილობის მიზნით, ცოტა ზედმეტს აკეთებენ, არ არის სწორი,“ - ეს განცხადება ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა გიორგი სოსიშვილმა „დღის ამბებთან“ გააკეთა.

როგორც სოსიშვილი ამბობს, საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდა ისრაელის ავიაკომპანიამ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ელ-ალმა“ - ისრაელის ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით დანიშნა 5 ლაინერი, ყოველდღიური რეისის შესასრულებლად 5 ლაინერი გამოყო და ჩვენი ინფორმაციით, უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას. როგორც გვითხრეს, არ არის ფრენებზე პრობლემა, უსაფრთხოა აეროპორტში ყოფნაც. ბილეთებიც, დაახლოებით, 230-დან 250 დოლარამდეა თითო ბილეთის ფასი,“ - ამბობს გიორგი სოსიშვილი.