ივანიშვილის რეჟიმი ღარიბაშვილის პირით აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ რუსეთის ბანაკის მხარეს აღმოვჩნდეთ - ფარულავა

12.10.23 16:28
ივანიშვილის რეჟიმი ღარიბაშვილის პირით აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ რუსეთის ბანაკის მხარეს აღმოვჩნდეთ - ფარულავა

“საგარეო ვექტორი შეცვლილია, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი ღარიბაშვილის პირით აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსეთის ბანაკის მხარეს”, - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ალიევთან შეხვედრის დროს, სადაც მან თქვა, რომ რეგიონში პრობლემები თავად უნდა გადავწყვიტოთ და არავის დახმარება არ გვჭირდება.

“საგარეო ვექტორი შეცვლილია, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი ღარიბაშვილის პირით აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსეთის ბანაკის მხარეს, როცა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება და ევროპულ ღირებულებებთან თავსებადობა, მითუმეტეს საგარეო კუთხით, ყველაფერს აკეთებენ, რომ შეასრულონ “ფეესბეს” და რუსეთის დავალებები.” - განაცხადა ფარულავამ.