"მემგონი, გამომძიებლებსაც არ სჯერათ ამ აბსურდულობის" - ვახო ქარელის გამოკითხვა დასრულდა

12.10.23 17:49
"მემგონი, გამომძიებლებსაც არ სჯერათ ამ აბსურდულობის" - ვახო ქარელის გამოკითხვა დასრულდა

სასამართლოში ვახო ქარელის  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესი დახურული იყო. 

ფოტოგრაფი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამერიკული პროგრამით მოწვეული ტრენერების ლექციას ესწრებოდა და ვისაც სუსი, ფაქტობრივდა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.

ფოტოგრაფი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების წინააღმდეგ სისტემური დევნა დაიწყო.  მისი თქმით, დარჩა განცდა, რომ აბსურული ბრალდებების თავად გამომძიებლებსაც არ სჯერათ. 

გამოკითხვის შემდეგ მაქვს ისევ ის განცდა, რომ სასაცილოა ეს ყველაფერი და მემგონი, თვითონ გამომძიებლებსაც არ სჯერათ იმ აბსურდულობის, რა კითხვებსაც სვამენ და არც აქვთ ინფორმაცია ბოლომდე რაზე საუბრობენ. ეს განცდა დამრჩა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, - ამბობს ვახო ქარელი.

ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს ქარელის ადვოკატიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გამოკითხვები ღიად მიმდინარეობდეს. 

ძალიან რთულია, ზოგადად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საქმეზე და მის შინაარსზე და მე ვისურვებდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს ის კითხვები, რომლებიც ისმევა და არ ჰქონდეს ამ საქმეს საიდუმლოების სტატუსი ანუ  ეს არა იმიტომ, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც კანონით საქართველოს სახელმწიფოს საიდუმლოების შესახებ აუცილებელია რომ იყოს დაცული, არამედ ეს აბსურდი რომ გამომჟღვანდეს და ყველამ ნახოს, რა დონეზეა უსაფთხოების სამსახურიდ ასული, - ამბობს ადვოკატი.
 

ქარელის გარდა, სუსმა გამოკითხვაზეე დაიბარა ხელოვანი ნატალია ვაწაძეც, თუმცა სუსში მისვლას საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი არ გეგმავს.

უწყების მიხედვით, უნდა გამოვცხადებულიყავი დღეს 4 საათზე,რაზეც უარი განვუცხადე, დავწრე განცხადება და ვუთხარი, რომ მინდა, რომ დავიკითხო მოსამართლე მაგისტრის თანდასწრებით, ხელოვანების დაშინებაა, უბრალოდ, იმიტომ, რომ როგორც მოეგხსენებათ, ხელოვანები იმყოფებიან ბოიკოტში, კინოს წარმომადგენლები არიან ბოიკოტში, მწერლები არიან ბოიკოტი კულტურის სამინისტროსთან, - ამბობს ვაწაძე.