მოვედი თქვენთან არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი - ბლინკენი

12.10.23 16:41
მოვედი თქვენთან არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი - ბლინკენი

"მე მოვედი თქვენთან არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი. ასევე მოვედი როგორც მეუღლე და პატარა ბავშვების მამა," - ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს მთავარი გზავნილი გაახმოვანა - რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავის დაცვის, თუმცა, ამერიკის იმედი ყოველთვის შეუძლია, რომ ჰქონდეს. 

მე მოვედი თქვენთან არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი. ასევე მოვედი როგორც მეუღლე და პატარა ბავშვების მამა. წარმოუდგენელია, უყურო მოკლული ოჯახების ფოტოებს, როდესაც კიბუცში, სახლში დამალული მამა, დედა და სამი შვილი მოკლეს და არ ვიფიქრო ჩემს საკუთარ შვილებზე. ეს იყო ჰამასის უთვალავი ტერორიდან მხოლოდ ერთი. გზავნილი, რომელიც ისრაელში ჩამოვიტანე შემდეგია: დამოუკიდებლადაც საკმარისად ძლიერები იქნებით საკუთარი თავის დაცვაში, თუმცა ვიდრე ამერიკა არსებობს, ეს არ მოგიწევთ, რადგან ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით", - განაცხადა ბლინკენმა.