ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა - სირიის სამთავრობო მედია

12.10.23 16:48
ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა - სირიის სამთავრობო მედია

სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, სირიის ალეპოსა და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

Times of Israel-ის ცნობით, სირიის სამთავრობო რადიოსადგურ Sham FM-ზე თქვეს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვა ისრაელის თავდასხმის მოგერიებას ცდილობდა. 

გამოცემა Reuters წერს, რომ სავარაუდო იერიშის მიზეზი სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე იერიშის მიტანა იყო.

სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სირიაში დაგეგმილ ვიზიტამდე გავრცელდა.