მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი წვლილს შეიტანს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში - დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, მოლოდინი აქვს, რომ აშშ-ს ახალი ელჩი წვლილს შეიტანს, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობები უფრო დაახლოვდეს და სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გაძლიერდეს.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეიტანს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან მჭიდროდ და ახლოს და ეს ურთიერთობები ავიყვანოთ კიდევ უფრო ახალ ხარისხში“,- განაცხადა მინისტრმა.
ამერიკის ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელის მოლოდინში. რობინ დანიგენის უფლებამოსილების ათვლა სავარაუდოდ დღეს საღამოდან დაიწყება.
რწმუნებათა სიგელს დეგნანის შემცვლელს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადასცემს.