შენ უნდა გადადგე, სად არის პრემიერი? - კამათი ისრაელის მოსახლეობასა და მთავრობის წევრებს შორის
რატომ გამოეპარა ისრაელის თავდაცვას „ჰამასის“ გეგმები - ისრაელის მთავრობასთან მოსახლეობას ძალიან ბევრი კითხვა აქვს. საავადმყოფოში მისულ მინისტრებს მოქალაქეები პროტესტით ხვდებიან და გადადგომისკენ მოუწოდებენ.
იდიტ, შენი ბრალია, წადი სახლში გადადექი, ხალხს სწორ გზაზე თქვენ აბრკოლებთ,“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ მინისტრთა კაბინეტის წევრს.
ხელისუფლება დაანგრიეთ, ეს ქვეყანა დაანგრიეთ, წადით აქედან, ჩვენ თვითონ გავერთიანდებით, მარჯვნივ, მარცხნივ,“ - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
შენ უნდა გადადგე, შენს გამო ჩემი მეგობრები დაიღუპნენ. აქ ჰოლოკოსტის მასშტაბის კატასტროფაა, პრემიერ-მინისტრი სად არის?" - ამბობს მოქალაქე.