"ფაშიზმი და გენოციდი უნდა დასრულდეს" - თბილისის სინაგოგასთან ისრაელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

12.10.23 17:28
"ფაშიზმი და გენოციდი უნდა დასრულდეს" - თბილისის სინაგოგასთან ისრაელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

ფაშიზმი და გენოციდი უნდა დასრულდეს - ამ მოწოდებით იმართება აქცია თბილისში. ლესელიძის ქუჩაზე, სინაგოგასთან ქართველი ებრალები არიან შეკრებილები, ადგილზე იმყოფება ისრაელის ელჩი საქართველოში.

სოლიდარობის აქციის მონაწილეები ამ ფორმით მხარდაჭერას საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ ადამიანებს უცხადებენ. აქციაზე მიდიან რიგითი თბილისელებიც.

საქართველო-ისრაელი სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, ის ბედნიერია, რომ საქართველოში საზოგადოებამ ტერორის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა. 

მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს რომელ მხარეზე არის. ერთი მხარე არის, რომ ტერორიზმი და ვინც უჭერს მხარს ტერორს, მეორე მხარე არის, ვინც არის დასავლეთი და ანტიტერორისტული ქვეყნები. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ის არის ტერორის წინააღმდეგ და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ვინაიდან ტერორიზმის აღმოფხვრით ჩვენ მივიღებთ ახალ ახლო აღმოსავლეთს", - ამბობს საქართველო-ისრაელი სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე.

აქციის მონაწილეების თქმით, სოლიდარობა ყველა ადამიანმა უნდა გამოხატოს ყველა ქვეყანაში.

დღევანდელი დღე არის სოლიდარობის დღე, რომელიც უნდა გამოხატოს ყველა ადამიანმა, ყველა ქვეყანაში ასეთი სასტიკი ომისთვის კი არა, მკვლელობისთვის რაც ხდება ისრაელში", - ამბობს აქციის მონაწილე.