IDF-ის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ვერ შეძლეს ჰამასის თავდასხმის პრევენცია
„ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ბრძოლის დროა“, - ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევმა გააკეთა.
ლეიტენანტმა აღიარა წარუმატებლობას, რამაც ხელი შეუწყო ჰამასის შეღწევას და მასობრივ მკვლელობებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დააბრუნონ ჰამასისა და სხვა ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლები - "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ“ - ამბობს სამხედრო მაღალჩინოსანი.
ჰალევის თქმით, დადგება დრო, როცა გამოიკვლევენ, თუ როგორ მოახერხა ჰამასმა თავდასხმის განხორციელება.
IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები. იაჰია სინვარმა, ღაზას სექტორის მმართველმა, გადაწყვიტა ეს საშინელი თავდასხმა და ამიტომ ის და მისი მთელი სისტემა განწირულია. ჩვენ მათ თავს დავესხმებით, დავანგრევთ მათ, დავანგრევთ მათ სისტემას. ღაზა აღარასოდეს იქნება იგივე“, - ამბობს ჰალევი.
ისრაელის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჰამასის თავდასხმებს ჯამში 1300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.